გასაჭიმი ჭერის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი სრული წყალგაუმტარობაა, 1 კვ.მ. უძლებს 100 ლიტრ წყალს. წყლის ჩამოშვების შემთხვევაში არ არსებობს ოთახის დატბორვის საშიშროება, წყალი მატერიის შიგნით გროვდება და მისი ამოტუმბვის შემთხვევაში ჭერი პირვანდელ ფორმას დაუბრუნდება.
ასევე გასაჭიმი ჭერი არ იკეთებს კონდენსატს.
მოვლის თვალსაზრისით გასაჭიმი ჭერი საკმაოდ მარტივია, მისი ზედაპირი არ იკრავს მტვერს. დასვრის შემთხვევაში თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ სველი წმენდის ნებისმიერი საშუალება.
გასაჭიმი ჭერის მონტაჟისთვის არ არის საჭირო ჭერიდან მისი დისტანცირება დიდ მანძილზე. ის ჭერის სიმაღლეს მხოლოდ 3-5 სმ-ით შეგიმცირებთ (თუ თქვენი მოთხოვნა არაა ჭერის დადაბლება), რაც საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ მაღალი ჭერი და დიდი სივრცე თქვენს ოთახში.